უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდოს, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა.

"აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო.

"ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, ვინც ამ მიმართულებით გვეხმარება", - აღნიშნა ზელენსკიმ.