უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რაზედაც რუსეთი ჯერ არ დათანხმებულა.

"ეს არის პირველი ნაბიჯი. და როცა ვსაუბრობთ კომპრომისებზე... რაზედაც თქვენ სვამთ კითხვებს. ჩვენ თავს დაესხნენ, მოახდინეს ტერიტორიების ოკუპაცია, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, ბევრი ბავშვი და ზრდასრული ცოცხლად დამარხეს. და ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ - ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს ჩვენს მიწაზე - დიდი კომპრომისია", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა, სხვაზე მეტად არის დაინტერესებული ომის დასრულებით.

ამიტომ, მისი თქმით, ყველა სამშვიდობო ინიციატივა მნიშვნელოვანია და შეიძლება განხორციელდეს. მაგრამ ისინი ყველა იწყება სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტით.

"ამაზე ყველა თანახმაა, გარდა რუსეთის ფედერაციისა", - დასძინა ზელენსკიმ.