უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას.
"უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ტერიტორია, უკრაინელი ხალხის ტერიტორია. აქ სალაპარაკო არაფერია - ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყირიმის და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების საკითხის განხილვა მხოლოდ ომის გახანგრძლივებას იწვევს და „ეს არის ზუსტად ის, რაც რუსეთს სურს“.
"ჩვენ უკვე 12 წელია ვიბრძვით. ეს არის პასუხი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ტერიტორიებზე შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ყირიმის რუსეთად აღიარების შესახებ სიტყვები შეიძლება აღქმული იქნეს როგორც "სიგნალი", მაგრამ კიევს ამ საკითხზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს "სიგნალი" ისმის, მან არ იცის, ეს ამერიკელი ოფიციალური პირებისგან მოდის თუ რუსეთის მხრიდან.