უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 2935-ჯერ დაარღვიეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი დაბომბვა და სამხედრო მოქმედება პოკროვკის მიმართულებით მოხდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, "რუსეთის პირობა ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ კურსკის მიმართულებითაც არ შესრულდა".
სირსკის მოხსენების თანახმად, სულ ფრონტის ხაზზე 96 რუსული საბრძოლო ქმედება მოხდა, 1882-ჯერ დაიბომბა უკრაინული პოზიციები, აქედან 812-ჯერ გამოყენებული იქნა მძიმე შეიარაღება, ხოლო 950-ჯერ – უპილოტო საფრენი აპარატები.