უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-ში მიწვევა უკრაინის მთლიანი ტერიტორიისთვის უნდა მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ ვიცით, რომ ომის დროს ნატოში არ მიგვიღებენ. მაგრამ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ომის დასრულება, მაშინ უკრაინამ ნატოს წევრობა უნდა მიიღოს. მიწვევა ეძლევა მთელ უკრაინას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქ სალაპარაკო არაფერია", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.