უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 43 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

”მე განვაცხადე [საფრანგეთში], რომ ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ძლიერი მშვიდობა, რომელსაც რუსები რამდენიმე წელიწადში ვერ გაანადგურებენ, როგორც ეს უკვე გააკეთეს... ჩვენი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ სახლს და ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი მოქალაქეების ყოველი სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ ბრძოლის ველზე  43 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

გვაქვს დაჭრის 370 ათასი შემთხვევა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ჯარში დაჭრილთა დაახლოებით 50 პროცენტი უბრუნდება სამხედრო სამსახურს და ყველა დაზიანება, მათ შორის მცირე და განმეორებითი, ფიქსირდება.

რუსეთის არმიასა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ფრონტის ხაზის მედიცინის განვითარების დონეა, რომელიც გაცილებით მაღალია ჩვენს არმიაში.

ჩვენ უკრაინაში მადლობელი ვართ თითოეული მათგანის, ვინც გვეხმარება მედიცინის განვითარებაში ჩვენს არმიაში, ვინც გადაარჩინა ჩვენო დაჭრილები და ახორციელებს მათ რეაბილიტაციას“, - განაცხადა ზელენსკიმ.