უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დღეს ჯო ბაიდენზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, "ახლა ჩვენ ვერ ვიქნებით NATO-ში , მაგრამ შესაძლოა იყოს მიწვევა NATO-ში ".
"უახლოეს მომავალში ვაპირებ პრეზიდენტ ბაიდენს დავურეკო, თუ მას ექნება საშუალება დამელაპარაკოს და NATO-ში მიწვევის საკითხი დავსვა. იმიტომ რომ ის ახლა შეერთებული შტატების პრეზიდენტია და მის პოზიციაზე ბევრია დამოკიდებული", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების საკითხის განხილვა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რთულია და ჯერჯერობით აზრი არ აქვს.