პარიზში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, ხოლო ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში შეხვედრის ფოტოები გაავრცელა.

როგორც ზელენსკი ამბობს, ზურაბიშვილთან საუბრისას ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და დასძინა, რომ რეგიონში სტაბილურობისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის რეჟიმს საქართველო პუტინისთვის დათმობაში ხელი შეეშალოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთისთვის საქართველოში არსებული ვითარება შავ ზღვაში კონტროლის მოსაპოვებლად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რაც ევროპასა და რეგიონში არსებული ყველა ქვეყნისთვის საფრთხეა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს, რათა ივანიშვილს რეჟიმს სისტემური პასუხი გასცენ.

"პარიზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შევხვდი.

გამოვხატე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთი ღირსეული მომავლისთვის იბრძვიან და ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობის მიერ ქვეყნის პუტინისთვის დათმობის თავიდან არიდება აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.

რუსეთისთვის ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება — ეს არის შავი ზღვის რეგიონის კონტროლზე, ეს რუსეთის სტრატეგიულ მიზანია, რაც რეგიონსა და ევროპაში ყველასთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს", — ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის ამბობს უკრაინა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს, რათა ივანიშვილს რეჟიმს სისტემური პასუხი გასცენ.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს გარანტია მივეცი, რომ უკრაინა ითანამშრომლებს პარტნიორებთან ერთად, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, სისტემური პასუხის გასაცემად და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად თავიანთი უფლებისთვის ბრძოლაში, იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.