პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ვენესუელაში სამთავრობო ჯარებთან ერთად "ვაგნერელების" ყოფნის შესახებ ცნობებით და ამას სხვა ქვეყნების საქმეებში რუსეთის ჩარევის მაგალითი უწოდა.
"ცნობები ვენესუელაში რუსი "ვაგნერელების" ყოფნის შესახებ სამთავრობო ჯარებთან ერთად, საგანგაშოა, სადაც არ მიდიან ეს ავაზაკები, მათ მოაქვთ სიკვდილი და დესტაბილიზაცია. ეს არის რუსეთის უსირცხვილო ჩარევის ნათელი მაგალითი სხვა ქვეყნების საქმეებში, ისევე როგორც მისი ჩვეული სტრატეგია, რომელიც ანადგურებს მთელ მსოფლიოში." - თქვა მან. "ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ ხალხის არჩევანს, დაქირავებულთა ზურგს უკან არ დაიმალონ."
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვენესუელაში სამართალდამცველებს შორის "ვაგნერის" ემბლემით მამაკაცის არსებობის შესახებ.