ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში აგვისტოში იგეგმება უცხოელი ლიდერების ვიზიტები.
"სამთავრობო დონეზე მზადდება საკადრო გადაწყვეტილებები, ასევე დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ შემოდგომაზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა შეძლოს სკოლებში სწავლა არა ონლაინ, არამედ ნორმალურად, რომ იყოს ნორმალური სასკოლო ცხოვრება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ომის დროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის გარემოცვაში ამბობენ, რომ ის, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეცვლას გეგმავს.