უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის იშვიათი მიწაელემენტების შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სურს „უკრაინასთან გარიგება, რომლითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ვაძლევთ, თავიანთი იშვიათი მიწაელემენტების და სხვა რამეების სანაცვლოდ“.
ტრამპის უკრაინა ღიაა ამერიკული ინვესტიციებისთვის უკრაინის სასარგებლო წიაღისეულში, სახელდობრ, იშვიათი მიწაელემენტების მოპოვების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის, უფრო ფართო გაგებით და არა მხოლოდ იშვიათი მიწაელემენტების, მოპოვებაში.
„ჩვენ საკმარისად სასარგებლო წიაღისეული. თქვენ იცით, რომ ჩვენი მიწები 2014 წლიდან არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ნაწილობრივ იქ მართლაც იყო სასარგებლო წიაღისეულის დიდი საბადოები. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაამუშაონ ჩვენი პარტნიორებმა, რომლებიც თავიანთი იარაღით, ჩვენ გვერდზე ყოფნით, იარაღით, სანქციებით გვეხმარებიან დავიცვათ ჩვენი მიწა და დავახევინოთ მტერს უკან და ეს აბსოლუტურად სამართლიანია. ამის შესახებ მე ვისაუბრე ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა:
ჩვენ ღია ვართ ამერიკული კომპანიების ინვესტიციების შემოდინების საკითხში. სიამოვნებით. რატომ? იმიტომ, რომ თუ ეს ყველაფერი რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება, სხვა ქვეყნები, სხვა კომპანიები შევლენ. დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნებიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა. მე ვესაუბრე მას ამის შესახებ - ეს არის ფაქტი, ვისურვებდი, რომ ამერიკულმა ბიზნესმა, რომელიც ძალიან დაინტერესებულია უკრაინაში შემოსვლით, განავითაროს ჩვენთან ეს მიმართულება.
ცნობისთვის, იშვიათი მიწაელემენტები არის ჯგუფი, რომელიც 17 ქიმიურ ელემენტს - სკანდიუმს, იტრიუმს და ლანთანოიდებს (15 ელემენტი) - აერთიანებს. ამ ელემენტებიდან უკრაინას დიდი მარაგები აქვს სკანდიუმის, რომლის მარაგების მიხედვითაც იგი მსოფლიოსი მეხუთეა და ცერიუმის (ლანთანოიდი), თუმცა ცერიუმის ყველაზე დიდი საბადო, აზოვის საბადო, რომელიც მარიუპოლის რაიონში მდებარეობს ოკუპირებულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპს მასზე ან თუნდაც მხოლოდ სკანდიუმზე გაეკეთებინა. ამერიკული მედია ტიტანს, გრაფიტს და ლითიუმს ახსენებს და დიდი ალბათობით, ტრამპმა ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს გეოლოგიური სამსახურის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი 50 ქიმიური ელემენტის სიაში შეტანილი არამხოლოდ იშვიათი მიწაელემენტები იგულისხმა, არამედ უკრაინის წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობით არსებული ლითიუმი (უკრაინის სამი საბადოდან ერთი, შევჩენკოს საბადო, კურახოვოს მახლობლად, ველიკა-ნოვასილკის რაიონშია), გრაფიტი, ტიტანი, ბერილიუმი, ცეზიუმი, ცირკონი, ურანი, ნიობიუმი, გერმანიუმი, ნიობიუმი, ტანტალი, მანგანუმი და სხვა.