ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტოები ავრცელებენ.

შვედეთის ეკონომიკის მინისტრ ება ბუშის და LKAB-ის (ლუოსავაარა-კიირუნავაარას სააქციო საზოგადოება) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, შვედეთში ევროპაში დღისათვის უდიდესი იშვიათი მიწაელემენტების საბადო აღმოაჩინეს. 

LKAB-ის გეოლოგების ინფორმაციით, საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კიირუნას რკინის მადნის საბადოსთან ახლოს აღმოაჩინეს და მისი მარაგები მილიონ ტონაზე მეტია.

იშვიათი მიწაელემენტები აუცილებელია ელეტრობატარეების, ქარის ტურბინების და ელექტროძრავების წარმოებისთვის.

იშვიათი მიწაელემენტების მსოფლიო მარაგების ~38% (44 მილიონი ტონა), მოპოვების 60% და გადამუშავების 80% ჩინეთის წილად მოდის.

სხვა ქვეყნების მარაგების რაოდენობა ასეთია:

ვიეტნამი - 22 მილიონი ტონა
ბრაზილია - 21 მილიონი ტონა
რუსეთი - 12 მილიონი ტონა
ინდოეთი - 5,9  მილიონი ტონა
ავსტრალია - 4,1 მილიონი ტონა
აშშ - 1,5 მილიონი ტონა
გრელანდია - 1,5 მილიონი ტონა
სხვა ქვეყნები (შვედეთის გარდა) - 2,8 მილიონი ტონა