უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტის წინადადებას უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის ლიდერებს შეხვედრის ორგანიზების შესახებ.
. ამ საკითხზე ზელენსკიმ ჟურნალისტებთან zoom-ში საუბრისას ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა თურქ კოლეგას.
„ის დაინტერესდა, რა დამოკიდებულება მექნება, თუ გაიმართება ოთხი ლიდერის შეხვედრა, ის, ამერიკის პრეზიდენტი, პუტინი და მე. მას ვუთხარი, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას მხარს ვუჭერ, რადგან მაქვს შთაბეჭდილება, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი შეხვედრის გარეშე არ იქნება“, – თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ,რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს.
თარგმანი: პირველი არხი