აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ კიევი ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდ მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დემოკრატები, რომლებმაც არჩევნების შედეგებით უმრავლესობა მოიპოვეს არა მხოლოდ სენატში, არამედ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაშიც, მხარს უჭერენ აშშ-სა და ევროპას შორის კავშირების განახლებას.

"თუ აშშ-ის კონგრესი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის არსებით ფინანსურ დახმარებასა და შეიარაღების მიწოდებას, ისევე, როგორც ამას დღეს ევროპის ქვეყნები აკეთებენ და ავლენენ, ეს პოზიტიური ფაქტორი გახდება და შეძლებს, გავლენა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე", - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.