ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს მომღერალი აჩიკო ბერიძე. 

ნუნუ დუღაშვილის ბიოგრაფიიდან:

კომპოზიტორი და მომღერალი დაიბადა თბილისში,  7 თებერვალი, 1933 (93 წლის)

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს.

1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად; 1962 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში; 1965-2002წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი; ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში; პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავი", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "კახეთო", "სამშობლო", "თბილისო, სიყვარულო"; დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის; 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

იყო: საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

1998 - ღირსების ორდენი

ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის

1997 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე