უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინება, რუსეთი შესაძლოა, 2028 წელს სხვა ქვეყნებს დაესხას თავს.
"თუ იქნება რაიმე პაუზა უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში, სიტუაციის გაყინვა, მაშინ დადგება ახალი კრიტიკული მომენტი - 2028 წელი. თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავურღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის გარდა, ეს ქვეყნები სწორედ ბალტიის ქვეყნებია და სწორედ ის ქვეყნებია, რომელთა ტერიტორიაზეც რუსული კონტინგენტებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა.