უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ კიევი ევროპაში, მათ შორის, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ათამდე იარაღის საექსპორტო ცენტრს გახსნის.
"თებერვლის შუა რიცხვებიდან ვიხილავთ გერმანიაში ჩვენი დრონების წარმოებას. პირველ დრონს მე მივიღებ. ეს სრულად ფუნქციონირებადი საწარმოო ხაზია. გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი საწარმოო ხაზები უკვე მუშაობს. ყოველივე ეს უკრაინული ტექნოლოგიებია." - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
"დღესდღეობით ევროპის უსაფრთხოება ტექნოლოგიასა და დრონებს ემყარება. რამდენიმე სხვადასხვა პროექტია. ყოველივე ეს მეტწილად უკრაინულ ტექნოლოგიებსა და უკრაინელ სპეციალისტებზე იქნება დამყარებული." - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის ფარგლებში უკრაინა ექსპორტზე გაიტანს იმ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც ჭარბად აქვს, ხოლო მიღებულ მოგებას მყისიერად საჭირო შეიარაღებაზე დახარჯავს.








