უკრაინის თითოეულმა პარტნიორმა უნდა აღიაროს საკუთარი ძალა, უკრაინის მხარდაჭერისა და სიცოცხლის დაცვის უნარი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო. რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო. დღეს კიევის ოლქში კვლავ ბალისტიკური აფეთქებები იყო. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დახმარების გარეშე ასეთი თავდასხმებისა და ასეთი ომის წინაშე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უკრაინის მიმართ ერთგულია. მომდევნო კვირები ჩვენს პარტნიორებთან მუშაობისთვის დატვირთული პერიოდი იქნება. როგორც ყოველთვის, ჩვენ შედეგები გვჭირდება. შედეგები აუცილებლად უნდა იყოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.








