უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პასპორტების მქონე რამდენიმე პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მას არ დაუსახელებია ამ ადამიანთა ვინაობები.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნა, რომ "გარკვეული პირების მიერ რუსული მოქალაქეობის ფლობა დადგინდა".
უკრაინულ ტელევიზიაში, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, თქვეს, რომ საუბარია ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე, ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის ნასამართლევ ყოფილ დეპუტატ ოლეგ ცარევსა და ბალერონ სერგეი პოლუნინაზე.
გენადი ტრუხანოვი ოდესის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. პირველად, ცნობა, რომ მას რუსული მოქალაქეობა გააჩნია, სწორედ ამ წელს გავრცელდა. უკრაინის თვითმმართველობის კანონთა მიხედვით, მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში თანამდებობის პირი უფლებამოსილებას კარგავს.