ღაზაში ომი დასრულდა, გლობალური დესტაბილიზაციის უკანასკნელ წყაროდ რუსული აგრესია რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
"როდესაც სამყაროს ერთ ნაწილში მშვიდობა ისადგურებს, სხვა რეგიონებში, სადაც სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის, მშვიდობის იმედი იზრდება. მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რომელმაც ახლო აღმოსავლეთს დღევანდელი შედეგი მოუტანა. მძევლები გათავისუფლდნენ და ღაზაში ომი დასრულდება. ეს მართლაც შესანიშნავი ამბავია. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობამ და გამბედაობამ იმუშავა და მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებისა და ადამიანების მხრიდან მხარდაჭერა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობის დღე დადგეს უკრაინისთვის. გლობალური დესტაბილიზაციის უკანასკნელ წყაროდ რუსული აგრესია რჩება", - წერს ზელენსკი.