აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პარასკევს, 17 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ტრამპმა ამის შესახებ Air Force One-ის ბორტზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა დადებითად უპასუხა კითხვას, უმასპინძლებს თუ არა ზელენსკის თეთრ სახლში  პარასკევს.

"ვფიქრობ, რომ დიახ. დიახ", - აღნიშნა ტრამპმა.

ამ კითხვაზე მოკლე პასუხის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა პრესას მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით 17 ოქტომბერს ვაშინგტონში გაემგზავრება.