უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართვის საფუძველზე, რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა 185 პირს.

სანქცირებულთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, არიან უკრაინის მოქალაქეები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებიც. სანქციები დაწესდა უზბეკეთის ერთი და გერმანიის ერთი მოქალაქის წინააღმდეგ.

სანქციები დაუწესდათ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასხმულ ლიდერ რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირებსაც.

სანქციები დაწესდა 181 იურიდიულ პირზეც. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას რუსული რეგისტრაცია აქვს, ზოგიერთი კი რეგისტრირებულია უზბეკეთში, ყაზახეთში, შვეიცარიაში, ლატვიაში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მოლდოვაში, ირანსა და ოკუპირებულ ყირიმში.

სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეჩერებას, უკრაინის საზღვრებიდან კაპიტალის გატანის პრევენციას, სავაჭრო ხელშეკრულებების შეწყვეტას.