უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო მომენტში გააუქმა გამოსვლა აშშ-ს სენატის წევრების წინაშე, რომლებმაც უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის საკითხზე უნდა იმსჯელონ. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შუმერის თქმით, ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო და დასძინა, რომ სენატორების წინაშე დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ისაუბრებს. შუმერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას.

ოთხშაბათს, აშშ-ის სენატში კენჭი უნდა უყარონ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 60 მილიარდ დოლარზე მეტია.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის თანხა, შესაძლოა  წლის ბოლომდე ამოიწუროს.