უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას და აშშ-ს ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს.

"ჩვენ და რუსეთს ტერიტორიასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს. მჯერა, რომ აშშ, როგორც შუამავალი, შემოგვთავაზებს ნაბიჯებს, სულ მცირე, გარკვეული კონსენსუსის მისაღწევად. იმედი მაქვს, რომ აშშ გააგრძელებს ამ საკითხებში შუამავლის როლის შესრულებას.

რა თქმა უნდა, ყველა საკითხი მარტივი არ არის, ზოგიერთი უფრო მეტად რთულია, განსაკუთრებით ტერიტორიებთან დაკავშირებით. ცხადია, ყველა ამ საკითხს ეხება და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს საკითხები სამართლიანად გადაწყდეს. ტერიტორიებთან დაკავშირებით ფართო დიალოგი გაიმართა და, როგორც ჩანს, ჩვენ კვლავ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ მჯერა, რომ კოლეგებმა მოისმინეს ჩემი პირადი პოზიცია". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ყველა მზადაა პროდუქტიულად იმუშაოს იმ გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რომლებიც უკრაინისთვის ღირსეული იქნება და ომს რეალურად დაასრულებს.