ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსანდრ სირსკის გენერლის წოდება მიანიჭა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ოლექსანდრ სირსკის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭოს“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში.
აქამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ჰქონდა.