უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საკმარისად არ შემუშავებულა შესაძლო კომპრომისებთან და ლიდერებს შორის აუცილებელ შეხვედრასთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები.

"ჟენევაში მოლაპარაკებების დროს ჩვენს გუნდთან რამდენიმე დეტალური განხილვა გვქონდა. ეს იყო შეხვედრების მეორე დღე - როგორც სამმხრივი, ასევე სხვა ფორმატებში. უკრაინა დაინტერესებულია შედეგების მიღწევით.

დღეის მდგომარეობით, ვერ ვიტყვით, რომ შედეგი საკმარისია. სამხედროებმა ზოგიერთი საკითხი სერიოზულად და არსებითად განიხილეს. მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები, შესაძლო კომპრომისებთან დაკავშირებული საკითხები და ლიდერების აუცილებელი შეხვედრა ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შემუშავებული", - განაცხადა ზელენსკიმ.