უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უსამართლობად მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, დათმობებზე წასვლისკენ, რუსეთს კი - არა. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შესაძლოა რუსეთზე უფრო ადვილი იყოს, ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ ნიშნავს ვლადიმირ პუტინისთვის "გამარჯვების მოპოვებაში" დახმარებას. ტრამპმა ბოლო დღეებში ორჯერ განაცხადა, რომ დათმობებზე პასუხისმგებლობა ზელენსკის ეკისრება.
"იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება", - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და თქვა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლებთან გამართული საუბრები არ შეხებია ისეთ ზეწოლას, როგორსაც ტრამპი საჯაროდ აცხადებს.
"ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ის "ისეთი ადამიანი არ არის", რომელიც ადვილად ემორჩილება ზეწოლას.








