უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს თავდასხმებისგან, მხოლოდ რუსებთანაა კითხვა, რა სურთ მათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა, რაზედაც უკრაინა თანახმაა.

"დღეს კიდევ იქნება დელეგაციის ანგარიში - ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მერე. ჩვენებმა ამ დარტყმებზე უნდა დააყენონ საკითხი - პირველ რიგში, ამერიკულ მხარესთან, რომელიც ჩვენც და რუსეთსაც სთავაზობდა, დარტყმებისგან თავის შეკავებას. უკრაინა მზად არის. ომი არ გვჭირდება. და ყოველთვის სარკისებრ ვმოქმედებთ: ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ასევე მზად ვართ, სწრაფად ვიმოძრაოთ ომის დასრულებაზე ღირსეულ შეთანხმებისკენ. კითხვა მხოლოდ რუსებთანაა: მათ რა უნდათ",- განაცხადა ზელენსკიმ.