უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.
„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, შემდეგი ნაბიჯი ამ რაკეტების წარმოება იქნება. უკრაინის პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, FP-7 უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა შეიმუშავა. რაკეტას შეუძლია, წამში 1500 მეტრამდე სიჩქარე განავითაროს.
Ukrainian tactical ballistic missile. FP-7. First combat use. Thank you for the result. Next up: production. Glory to Ukraine! https://t.co/IxdjVg51c1
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 1, 2026








