მიმდინარე კვირაში უკრაინას ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ეწვევიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ. ამ კვირაში პრეზიდენტ ტრამპის გუნდის ზოგიერთი სერიოზული წარმომადგენელი ჩამოვა უკრაინაში და ჩემს გუნდთან ცალკე შეხვედრები, საუბრები და მუშაობა გაიმართება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, ვინ ეწვევა უკრაინას ტრამპის გუნდიდან.
თარგმანი: პირველი არხი