უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია

ზელენსკის ჰკითხეს, გააუქმებს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების აკრძალვის განკარგულებას.

"განკარგულების გაუქმების ვითარებაში და ა.შ. - ეს არის, პრინციპში, რუსეთის ფედერაციის ასეთი ნარატივი, ისინი მუდმივად ეძებენ შანსს, რომ არ შეგხვდნენ. და ეს მე  ღიად ვთქვი. ისინი ეძებენ ამა თუ იმ მიზეზს. თუ ჩვენ გვინდა ომის დასრულება და ნამდვილად გვინდა, გვინდა მშვიდობა, მაშინ მიზეზები მეორეხარისხოვანია.

დანარჩენი ყველაფერი გადაწყდება. დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ პრობლემა ისაა, მეჩვენება, რომ პუტინს, პრინციპში, ომის დასრულებაზე ჩემთან ლაპარაკის ეშინია. არ ვიცი რატომ, ერთი შეხედვით ზრდასრულ ადამიანს ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი "ხროვის" გარეშე", - აღნიშნა ზელენსკიმ.