აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ CBS News იტყობინება.
ზელენსკი უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც 14 თებერვალს გაიხსნება და 16-ში დაიხურება. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად New York Post-მა გაავრცელა ინფორმაცია.
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს პარასკევს, ოვალურ კაბინეტში, განუცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში "შეიძლება შეხვდეს" უკრაინის ლიდერს.