უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და საერთო პოლიტიკური კონტექსტი რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი დიპლომატიური მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას შექმნის, ეს გაკეთდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ილაპარაკა.
"რუსტემ უმეროვს ვესაუბრე ამერიკულ მხარესთან მისი კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამერიკასთან. ამჟამად, ირანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, სამმხრივი შეხვედრისთვის საჭირო სიგნალები ჯერ არ არსებობს.
მაგრამ როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და საერთო პოლიტიკური კონტექსტი სამმხრივი დიპლომატიური მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას შექმნის, ეს გაკეთდება", - განაცხადა ზელენსკიმ.








