უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან საუბარში თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ომის დასრულების შემდეგ.

"რეალური კითხვა მდგომარეობს იმაში, როდის შევძლებთ არჩევნების ჩატარებას? ისინი ნამდვილად გაიმართება ომის დასრულების შემდეგ და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს." - თქვა ზელენსკიმ.

ამას გარდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ ჩამოყალიბებულა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში.

"მე არ ვარ სრულებით დარწმუნებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, შევხედავ, რა ენდომებათ უკრაინელებს." - თქვა ზელენსკიმ.