უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ში ჩავიდა.
"ჩვენ ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივდივართ პენსილვანიაში სპეციალური ვიზიტით, შემდეგ – ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს ჩვენ გამარჯვებას, საერთო გამარჯვებას სჭირდება - ჭეშმარიტად სამართლიანი სამყაროსთვის", - განაცხადა ზელენსკიმ თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში.
მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან პენსილვანიაში მოინახულა ქარხანა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვები მზადდება.
მან ასევე განაცხადა, რომ ქარხანა გაზრდის უკრაინის საბრძოლო მასალის წარმოებას და მადლობა გადაუხადა ქარხნის ყველა თანამშრომელს.
ზელენსკი სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.