უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი დიპლომატებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ახალი მთავრობისგან და ელჩებისგან ევროინტეგრაციის ამოცანების მიღწევას ელოდება.
„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესის შენელება უკრაინის გამო არ ხდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მადლობას უხდის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ ვიცე-პრემიერს, ოლჰა სტეფანიშინას ამ სფეროში მიღწეული შედეგებისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას, რათა ევროკავშირმა შეასრულოს დაპირება. ეს ასევე თქვენი პასუხისმგებლობის ნაწილია, იმ ელჩებისა, რომლებიც ევროკავშირში მუშაობთ და იმ ქვეყნებისა, რომლებსაც გავლენა აქვთ ევროკავშირზე. ვინმე თუ ზიანს აყენებს უკრაინის ინტერესებს და ძირს უთხრის ევროკავშირის მიმართ გლობალურ ნდობას, მან უნდა იგრძნოს შედეგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი