თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარის თაობაზე „მოსკოვზე თავდასხმის“ შესახებ.

ლივიტმა ნათქვამის კონტექსტიდან ამოგლეჯვაში Financial Times-ს დაადანაშაულა.

„პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ კითხვებს უსვამდა და არა მოუწოდებდა შემდგომი მკვლელობისკენ. ის დაუღალავად მუშაობს, რომ მკვლელობები შეაჩეროს და ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ჰკითხა, შეძლებს თუ არა უკრაინა მოსკოვზე იერიშს.

„ვოლოდიმირ, შეგიძლიათ, მოსკოვს დაარტყათ? სანკტ-პეტერბურგს?“, – იკითხა დონალდ ტრამპმა, რაზეც უკრაინის ლიდერმა დადებითად უპასუხა. „რა თქმა უნდა, შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“, – უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი