ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსის" კორესპენდენტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ფოქს ნიუსის" კორესპონდენტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს კითხვაზე, მზად არის თუ არა, დათმოს ტერიტორია  სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უპასუხა, რომ მის ქვეყანას „იურიდიულად არ შეუძლია უკრაინის რომელიმე იკუპირებული ტერიტორიის რუსეთისად აღიარება".

ამის შემდეგ კორესპონდენტმა ზელენსკის 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შესახებ დაუსვა კითხვა:

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა, რომ ყირიმი არასოდეს დაუბრუნდება უკრაინას. ხართ თუ არა მზად, ამ ომის დასასრულებლად და ევროპაში სისხლის ღვრის შესაჩერებლად, სამშვიდობო შეთანხმებით დათმოთ ყირიმი?  

„მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ ყირიმი“, - მიუგო ზელენსკიმ და დასძინა:

„ჩვენ არ შეგვიძლია ათიათასობით ჩვენი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა ყირიმის დაბრუნების გულისთვის... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით".