ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

"საკუთარი ტერიტორიებიდან ჩვენ ჯარს არავინ გამოიყვანს, ეს არის ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალი... არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს საკუთარ მიწას, საკუთარ ხალხს, საკუთარ სახლებს. არ ვიცი რა პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი, მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვს, მაშინ მას არ სურს ომის დასრულება. იმიტომ, რომ მკაფიოდ ხვდებიან, რომ უკრაინა ამას არ იზამს". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა ტრამპთან, რომელმაც ცოტა ხნით ადრე პუტინთან ტელეფონით ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, რაც იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.