მოკავშირეების დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთში უკრაინამ 200-ზე მეტი სამხედრო დრონების ექსპერტი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამჟამად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სპარსეთის ყურის ზონაში, 201 უკრაინელი იმყოფება. დამატებით 34 განთავსებისთვის მზადაა. ესენი არიან სამხედრო ექსპერტები, სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ დაიცვან თავი და როგორ გაუმკლავდნენ "შაჰედის" დრონებს.

ჩვენი გუნდები უკვე იმყოფებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, საუდის არაბეთში და მიემართებიან ქუვეითში. ჩვენ კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ - შეთანხმებები უკვე მიღწეულია" - თქვა ზელენსკიმ.