უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ამერიკელ მსახიობ შონ პენს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსახიობი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მხარს უჭერს უკრაინას და გამოთქვა რწმენა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას.
"შონ, შენი წყალობით, ჩვენ ვიცით, ვინ არის უკრაინის ნამდვილი მეგობარი. შენ უკრაინასთან ხარ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან. და დღეს. და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ კვლავაც ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს ხალხთან იქნებით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
Sean, thanks to you, we know what a true friend of Ukraine is.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 16, 2026
You have stood with Ukraine since the first day of the full-scale war.
This is still true today.
And we know that you will continue to stand with our country and our people. pic.twitter.com/wGneO1rqJI
16 მარტს, შონ პენი კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების ნაცვლად, უკრაინაში ჩავიდა.
მსახიობი 2026 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის კატეგორიაში პოლ თომას ანდერსონის ფილმში „ერთი ბრძოლა“ შესრულებული როლისთვის.
მან 2026 წლის ოსკარი მიიღო, თუმცა ჯილდოს ასაღებად ცერემონიას არ დასწრებია.








