24-25 ივნისს ჰააგაში ნატო-ს სამიტზე უკრაინაცაა მიწვეული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

Zoom-ში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მიგვიწვიეს ნატო-ს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თუმცა ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა სახით იქნება უკრაინა წარდგენილი სამიტზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუტესთან სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ საუბრა. რუტემ და ზელენსკიმ ასევე განიხილეს უკრაინის შემდგომი დახმარების ნაბიჯები.

თარგმანი: პირველი არხი