უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთში ჩავა.

ზელენსკი წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ემზადება მოლაპარაკებების გასააქტიურებლად და შეიმუშავა გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებს შესთავაზებს.

"ხვალ შეხვედრებს თურქეთში გავმართავ. ჩვენ მოლაპარაკებების განახლებისთვის ვემზადებით და შევიმუშავეთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ. უკრაინის მთავარი პრიორიტეტია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ომის დასრულებას მივუახლოვდეთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ომის ტყვეების გაცვლის აღდგენასა და ჩვენი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე", - წერს ზელენსკი X-ზე.