უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინა და საბერძნეთი გაზმომარაგების ახალ მარშრუტზე შეთანხმდნენ.
"ამ დროისთვის, უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეთანხმება მოვამზადეთ… ეს გაზმომარაგების სხვა მარშრუტი იქნება, რათა ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდების მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველვყოთ." - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ დაამატა, რომ კიევსა და ათენს შორის გაზის იმპორტირების ფინანსებზეც მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, უკრაინა რუსული თავდასხმების შედეგად გაზის წარმოების დანაკარგების კომპენსაციისთვის დაახლოებით $2.3 მილიარდს მიიღებს.
ზელენსკის თქმით, ქვეყნისთვის გაზის იმპორტის დაფინანსებაზე უკრაინის მთავრობასთან ერთად, ევროპელი მოკავშირეები და ევროპული ბანკები ერთად მოქმედებენ. ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის საჭიროებებისთვის ფინანსების უზრუნველსაყოფად ევროკომისია, ნორვეგია, უკრაინული ბანკები და აშშ მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამჟამად ათენში იმყოფება.








