უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში ხმა მისცა.

ორბანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის არჩევანს პატივს სცემს და ყველა ამომრჩეველი მისთვის მნიშვნელოვანია.

"მე აქ გამარჯვებისთვის ვარ", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

 მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებში აქტივობა მაღალია. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათისთვის ამომრჩეველთა 3.46 პროცენტმა მისცა ხმა. შედარებისთვის, 2018 წელს, როდესაც აქტივობის თვალსაზრისით რეკორდი დამყარდა, ამ დროისთვის ხმა ამომრჩეველთა 2.24 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.