უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია.

„მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში  ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება.

„უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.