დღეს, 12 აპრილს, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. კენჭისყრის შედეგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროპასა და აშშ-ში, დიდი ინტერესით აკვირდებიან. უნგრეთში რეგისტრირებული 7,5 მილიონი ამომრჩეველი და ქვეყნის გარეთ მყოფი 500 000 მოქალაქე დღეს, 12 აპრილს, საკუთარ არჩევანს აკეთებს.

 მათ ხუთ პარტიას შორის უწევთ უპირატესობის მინიჭება შერეულ მაჟორიტარულ სისტემაში . საარჩევნო უბნები დილის 06:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. გამოკითხვები და პროგნოზები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები

ექსპერტთა გარკვეული ნაწილი პროევროპელი კონსერვატორის, პეტერ მაგიარის პარტია „ტისზას“ (Tisza) უწინასწარმეტყველებს გამარჯვებას. მათი თქმით, მაგიარმა ბოლო ორ წელიწადში შეძლო ისეთი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელმაც სერიოზული კონკურენცია გაუწია პრემიერ-მინისტრს.

ექსპერტთა მეორე ნაწილი გამარჯვებას კვლავ ვიქტორ ორბანის კოალიციას („ფიდესი“ და „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“) უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ზედიზედ, მეხუთე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მმართველმა გუნდმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ღია მხარდაჭერა მიიღო. ამ კვირაში ბუდაპეშტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვია, რომელმაც ორბანის მმართველობას მაღალი შეფასება მისცა და „ბრიუსელელი ბიუროკრატების“ ჩარევა გააკრიტიკა. თავად დონალდ ტრამპმა პარასკევს რამდენიმე მიმართვა გაავრცელა და პირობა დადო, რომ აშშ-ის „ეკონომიკურ ძალაუფლებას“ ვიქტორ ორბანის სამსახურში ჩააყენებს.

ტრამპის თქმით, ორბანი განასახიერებს ბრძოლას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და იცავს „დასავლურ ცივილიზაციას“.