ევროპა ახლა ოთხსაფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს.
"ომი შორს არ არის. პოლიტიკურად ის ახლოსაა. ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს – ევროპა ომში მიდის. ეს ოფიციალური პოლიტიკაა – მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის მზად იყვნენ. ევროპა ახლა ოთხსაფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია: დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა; ეკონომიკის საომარ რეჟიმში გადაყვანა; სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა; პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზადება. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ. ეს სიტუაცია ჩვენს ძალებს აღემატება. კითხვა ასეთია: შეგვიძლია თუ არა ომის თავიდან არიდება? ჩვენ ძალა გვჭირდება – უნგრეთი საკმარისად ძლიერი უნდა გახდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ომს უარი უთხრას, არამედ იმისთვისაც, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს. ომის ეშმაკები ყოველთვის ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ომი მათ სარგებელს მოუტანს. ჩვენ ეს უნდა უარვყოთ და მშვიდობისთვის დავდგეთ", – განაცხადა ორბანმა.




