გამარჯვებულ პარტიას მივულოცე, ჩვენ უნგრეთის ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით , -  ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრეთის ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – აღნიშნა ორბანმა.