უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დღეს მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
მისივე თქმით, საუბრის მთავარი თემები უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი და უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული ძალისხმევა იქნება.
საკუთარი გეგმების შესახებ ორბანმა Facebook გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ისაუბრა: "მოსკოვში მივდივარ, რათა უზრუნველვყო უნგრეთის ენერგომომარაგება ზამთრისთვის და მომავალი წლისთვის", - განაცხადა მან.
როდესაც მას ჰკითხეს, იქნება თუ არა განსახილველ საკითხებს შორის უკრაინა, ორბანმა უპასუხა: "ამას ვერ გავექცევით".
მიმდინარე თვეში, ვაშინგტონმა ბუდაპეშტს რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენების უფლება მისცა და სანქციებისგან გაათავისუფლა.








